ყვითელი ამბები

ნანუკა გუდავაძე რიოს კარნავალიდან ვიდეოს აქვეყნებს - ნახეთ როგორ გაერთო წყვილი

რამდენიმე თვეა ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს.
Sputnik
მუსიკოსი ბერა ივანიშვილის მეუღლე, მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ბრაზილიაშია გადაღებული. წყვილი რიო-დე-ჟანეიროს ცნობილ კარნავალზე იმყოფებოდა.
როგორც ჩანს, წყვილმა ბრაზილიას მიაშურა. ოჯახი რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა სამხრეთ კორეიდან, სადაც თითქმის ერთი წელი იცხოვრა. როგორც ბერა ქვეყნის დატოვებამდე ამბობდა, კორეაში მუსიკალური გეგმები ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა 2021 წლის იანვარში საბოლოოდ დატოვა პოლიტიკური სივრცე, საზოგადოების თვალთახედვიდან მისი ოჯახის წევრებიც მეტ-ნაკლებად გაქრნენ.