თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
5 მაისს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 12-19 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 5 მაისს თბილისში გრილი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 13 გრადუსი იქნება, დღისით კი პლუს 15 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.