დღეს 2022 წლის 5 მაისია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ფორმალობამ და ამაო თავაზიანობამ ბევრი დრო შეიძლება დაგაკარგვინოთ, თუმცა მათზე უარის თქმა არ ღირს. ვარსკვლავები გირჩევენ, საზოგადოებაში მიღებული რიტუალები ზედმიწევნით შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არის რისკი, რომ შეილახოს თქვენი რეპუტაცია.
ვერძი: წარმატების დრო დადგა, რომელსაც შეიძლება მიაღწიოთ როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად მუშაობით. მიზანსწრაფულობის წყალობით ადვილად გადაწყვეტთ ამოცანებს და მიზანს მიუახლოვდებით. ერთადერთი, რაზეც უნდა დაფიქრდეთ, ეს რეგულარული დასვენებაა.
კურო: აუცილებელია, რომ დამშვიდდეთ და ეჭვების გამო ტანჯვა შეწყვიტოთ. გონივრულობის წყალობით ადვილად გაუმკლავდებით მცირე უსიამოვნებებს. ოჯახში მსუბუქი დაძაბულობა იგრძნობა. მაგრამ თუ მოთმინებით მოეკიდებით ახლობლებს, ოჯახში ჰარმონია დაისადგურებს.
ტყუპი: ადვილი არ იქნება გარშემომყოფებთან კონფლიქტური ვითარებების აცილება. უნდა ისწავლოთ თქვენ მიმართ გამონათქვამების გულთან ახლოს მიტანა. საპასუხოდ არასაჭირო სიტყვების თქმას მოერიდეთ. ეს კარმაზე შეიძლება ცუდად აისახოს. სჯობს, კონფლიქტურ სიტუაციას გაეცალოთ.
კირჩხიბი: მარტივად არ აეწყობა ურთიერთობები ოჯახში. სჯობს, მოუსმინოთ ახლობლებს, ეცადეთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ უფროს თაობას. სწორი გადაწყვეტილები რომ მიიღოთ სამსახურის საქმეებზე, ცივი გონება უნდა შეინარჩუნოთ, არ უნდა აჰყვეთ პროვოკაციებს.
ლომი: იქნებ, სჯობს, მეგობრებთან ერთად სადმე გახვიდეთ და მხიარული საღამო გაატაროთ. შესაძლოა, აქტიური დასვენების დრო დადგა. არ შეუშინდეთ სიახლეებს, ეჭვი არ შეიტანოთ საკუთარ თავში, რადგან სწორედ თქვენი შეხედულებები ცხოვრებაზე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
ქალწული: ძალიან გონივრულად უნდა მოიქცეთ. საჭიროა, რომ რაღაც თანხა გქონდეთ ხელთ. ძალიან წაგადგებათ ინტერიერის მცირე კოსმეტიკური რემონტი. წარსულზე ნერვიულობა არ ღირს –მომავალზე ფიქრის დროა. შეძლებისდაგვარად ისწავლეთ რაღაც ახალი – ეს პროცესი ძალზე მნიშვნელოვანია.
სასწორი: არ ღირს საოჯახო საქმიანობას მიუძღვნათ მთელი დღე. დაისვენეთ, მოდუნდით. შესანიშნავი დღეა სამომავლო გეგმების დასაწყობად. კარგი იქნება, თუ ზოგიერთი შინაგანი შეზღუდვისგან გათავისუფლდებით. გაიხსენეთ ძველი გატაცებები – ეს ყოველდღიურობას გაგიმრავალფეროვნებთ.
მორიელი: ამჟამად ინტუიციურად მოქმედება აჯობებს. ზედმეტმა სიფრთხილემ, შესაძლოა, მანევრების სივრცე შეგიზღუდოთ. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს გარეგნობასთან დაკავშირებით – შესაძლოა, ახლა სწორედ ეს გჭირდებათ. გასეირნება ბუნებაში აზრების მოკრებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი: თუ არ გინდათ, რომ ფინანსურ ხაფანგში გაებათ, გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს. არის ხარჯები, რომელთა გარეშეც მშვენივრად გაძლებთ. იყავით გონიერი, დაიწყეთ ფულის დაგროვება. ეს გრძელვადიანი გეგმების თამამად დაწყობაში დაგეხმარებათ. დრო დაუთმეთ უფროს თაობას.
თხის რქა: ახლა ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა, კარგი იქნება, თუ ამას არ დაივიწყებთ. სცადეთ და ყოველდღიურობაში რამე ცვლილებები შეიტანეთ. თავის გაკონტროლების უნარი დაგეხმარებათ სირთულეების ადვილად გადატანაში. შეძლებისდაგვარად ისწავლეთ რამე ახალი.
მერწყული: საკუთარ თავზე ფიქრი სულაც არაა სამარცხვინო. სხვებისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ, რა გინდათ თვითონ თქვენ. გათავისუფლდით შინაგანი ბორკილებისგან – ეს ძალიან დაგეხმარებათ. თვითკონტროლის წყალობით ადვილად გადალახავთ პრობლემებს. იარეთ წინ.
თევზები: ზედმეტმა სიფრთხილემ, შესაძლოა, თქვენი შემოქმედებითი მისწრაფებები შეზღუდოს, ამიტომ ენდეთ ინტუიციას. დიდია ალბათობა, რომ საკმაოდ დიდი თანხა მიიღოთ. ფული მაშინვე არ დახარჯოთ. მოწყდით გლობალურ პრობლემებს და გააკეთეთ რამე თქვენი სულიერი მოთხოვნილებისთვის.