საპროტესტო აქცია სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით - ვიდეო

ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციასთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვეს.
Sputnik
სააკაშვილის მხარდამჭერების აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. წესრიგს მიტინგზე პოლიცია უზრუნველყოფდა. აქციაზე დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა.