ყვითელი ამბები

„სამეფო ტიტულები უნდა ჩამოერთვათ“ - ტრამპი მეგანს და ჰარის დაშორებას უწინასწარმეტყველებს

ინტერნეტში გამოჩნდა ფრაგმენტები აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ახალი ინტერვიუდან პირს მორგანთან.
Sputnik
ინტერვიუში სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა თქვა, რომ პრინც ჰარის და მის მეუღლეს მეგან მარკლს სამეფო ტიტულები უნდა ჩამოერთვათ. ტრამპმა ასევე ისაუბრა სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ურთიერთობაზე და მათ სწრაფი განქორწინება უწინასწარმეტყველა. ინტერნეტში მოხვედრილი ფრაგმენტები საკმარისი გახდა, რომ ტრამპი ორშაბათს ახალი ამბების დღის წესრიგში მოხვედრილიყო.
ყვითელი ამბები
„მეგან მარკლმა ჰარი საშინლად გამოიყენა...“ – დონალდ ტრამპის სკანდალური განცხადება
ყოფილმა პრეზიდენტმა პირს მორგანს უთხრა, რომ მისი აზრით, ჰარის და მეგანის ქორწინება „საათიან ბომბს“ ჰგავს და ის ადრე თუ გვიან აფეთქდება. ტრამპს სჯერა, რომ მათი კავშირი დასრულდება მაშინ, როცა ჰარი დაიღლება, მეგანს კი სხვა ბიჭი მოეწონება.
გარდა ამისა, ტრამპმა მოუწოდა ელისაბედ II-ს, ჩამოართვას ჰარის და მეგანს სამეფო ტიტულები სამეფოს მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების გამო.
სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ორი წლის წინ განაცხადეს, რომ უარს ამბობენ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსზე და აპირებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას. შემდეგ ისინი კალიფორნიაში გადავიდნენ და სკანდალური ინტერვიუ მისცეს ოპრა უინფრის. მასში ისინი საუბრობდნენ სამეფო ოჯახის მოქმედი წევრების სტატუსზე უარის თქმის მიზეზებზე და ახლობლებს მათ მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებდნენ.