მსოფლიო დღეს

ნავთობის მსოფლიო ფასმა ბარელზე 106 დოლარს გადააჭარბა

Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ოთხშაბათის დილის ვაჭრობაზე Brent-ის ნავთობის ფასი ბარელზე 106,37 დოლარამდე გაიზარდა, იუწყება სააგენტო Anadolu.
სამშაბათის ბოლო აუქციონზე ამ მარკის ნავთობის ერთი ბარელი 108,31 დოლარიც ღირდა, თუმცა ვაჭრობა 104,97 დოლარზე დასრულდა.
4 მაისის დილის 09:20 საათისთვის ელიტარული ნავთობის ფასი 1,33%-ით გაიზარდა და ბარელზე 106,37 აშშ დოლარი შეადგინა.
WTI-ს ნედლი ნავთობის ფიუჩერსების ღირებულებამ ბარელზე 103,62 დოლარს მიაღწია.
აშშ-ის ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემებით, ქვეყანაში ნედლი ნავთობის კომერციული მარაგი გასულ კვირაში, წინა კვირასთან შედარებით, 3,4 მილიონი ბარელით შემცირდა. თუმცა ბაზარი მარაგების შემცირებას დაახლოებით 1,1 მილიონი ბარელით ელოდა.
ფასების ზრდაზე გავლენა მოახდინა ევროკავშირის განცხადებებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. სანქციების დეტალებს ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს, ოთხშაბათს გამოაცხადებს.