ყვითელი ამბები

„სამ რამეში არ უნდა დაგენანოს ფული...“ - კრისტი ყიფშიძე

Sputnik
მოდელი კრისტი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ფულის ხარჯვის თემაზე საუბრობს და ამბობს, რომ არსებობს სამი რამ, რაშიც არ უნდა დაგენანოს ფულის გადახდა.

„ყველანაირი ხარჯი შენი შემოსავლის შესაბამისად უნდა გაიღო. მირჩევნია ფული მოგზაურობისთვის გამოვიყენო. დასვენება, სიამოვნების მიღება, გემრიელობების დაგემოვნება, იქაური სუვენირების შეძენა – ეს ჩემი ტრადიციაა. ხომ ამბობენ, ინვესტიცია მომავალში უნდა ჩადო და მის უზრუნველსაყოფად სახლები, ანუ უძრავი ქონება უნდა დააგროვოო. მე მგონია, რომ სამ რამეში არ უნდა დაგენანოს ფული: პირველ რიგში, ეს არის განათლება, შემდეგ – ძვირფასეულობა: ოქრო და ბრილიანტი, როგორც ბებიები გვასწავლიან, კარგი დაბანდებაა. ბევრი და უაზროდ არ არის საჭირო, ცოტა, კარგი და ხარისხიანი ჯობს. ჩემთვის მესამე და ძალიან საჭირო ინვესტიცია მოგზაურობაა“, – ამბობს მოდელი.

მისი თქმით, მოგზაურობის დროს იზრდები, სწავლობ, ვითარდები, ენერგიით ივსები და უკან სულ სხვა ადამიანი ბრუნდები.

„სახლის ყიდვა და მისი შემოსავლად ქცევა თუ შეგიძლია, ეგეც კარგია, მაგრამ მე არ ვარ ეგ ტიპი“, – ამბობს კრისტი.