ყვითელი ამბები

დევიდ ბექჰემი 47 წლის გახდა - ნახეთ სად აღნიშნა დაბადების დღე ლეგენდარულმა ფეხბურთელმა

Sputnik
ლეგენდარულ ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს 47 წელი შეუსრულდა. როგორც ყოველთვის, დევიდმა მნიშვნელოვანი დღე ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გაატარა.
ვიქტორიამ არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გაავრცელა. ბექჰემების ოჯახმა იუბილე ეგზოტიკური კუნძულის სანაპიროზე აღნიშნა. ერთ-ერთ ფოტოში დევიდი, წელს ზემოთ შიშველი, მზეს ეფიცხება.
„ცუდი არ არის ხომ 47 წლისთვის“ – ასეთი წარწერა გაუკეთა ფოტოს მოსიყვარულე მეუღლემ. შემდეგ ფოტოში იუბილარი ტახს სტაფილოს აჭმევს. სახალისო ფოტო ვიქტორიამ ასე აღწერა: „დევიდ, შენ ყველას უყვარხარ“.