ყვითელი ამბები

ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი შვილს ელოდებიან? - წყვილის გამოჩენამ ყველა აალაპარაკა

ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი „მეტ გალაზე“ გამოჩდნენ.
Sputnik
ახლახან დაქორწინებული წყვილი – ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი „მეტ გალაზე“ გამოჩნდნენ. საოცარი კაბა ეცვა ბექჰემების 27 წლის რძალს, მას „ვალენტინოს“ საკმაოდ პიკანტური ვარდისფერი კაბა ამშვენებდა, რომელსაც მკერდზე საკმაოდ ღრმა ჭრილი ჰქონდა.
წყვილი ფოტოობიექტივების წინაშე ერთად პოზირებდა. უმშვენიერეს მეუღლეზე შეყვარებული ბრუკლინი კი მას გვერდიდან არ შორდებოდა და გამუდმებით ეხუტებოდა.
ნიკოლას გამოჩენამ ინტერნეტ-სივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კომენტარებში წერენ, რომ ნიკოლა ორსულადაა. მართლაც, მას კაბაში ოდნავ წამოზრდილი მუცელი უჩანს. „უკვე ორსულადაა?“, „ბექჰემების პირველი შვილიშვილი გზაშია“, – წერენ კომენტარებში