ტრაგედია ახალქალაქში: 20 წლის მამაკაცი ავტომობილში დაიწვა

Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ახალქალაქი–ვაჩიანის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, სამი პირი კი დაშავდა.
შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალქალაქი–ვაჩიანის გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, სამი მათგანის გადმოყვანა მოხერხდა, მეოთხე კი ადგილზე დაიღუპა.
დაშავებულები ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ამ დროისათვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.