თბილისი, 3 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მეურნეობის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის, პოლიციის, მშვიდობის, უცნობის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, V მიკრორაიონების, აეროდრომის დასახლების, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შოთა ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, წულუკიძის, ლაღიძის, შანდორ პეტეფის, მანდელშტამის, ჩაჩუას, 17 შინდისელი გმირის და ძევლევის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაინის II კვარტლის, მამისაანთუბნის, კურაპალატის, ლეჟავას, ვაზის და ისნის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რატევანის, გვაზაურის, ლიახვის, ჩარგლის, მუხრანის, ნაგომარის, შენგელაიას, ზესტაფონის, ნინუას და ბეჟანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ურეკის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახიშვილის, ნინოშვილის, მარჯანიშვილის, ჩუბინაშვილის, კლდიაშვილის, დოლიძის, წინამძღვრიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის, ტოვსტონოგოვის, 26 მაისის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის, ცაიშის, ეშბას და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიზიკო ქავთარაძის და ატენის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ცინცაძის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, დავარის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხიზამბარელის, ვეკუას, ხიზაბავრის, ხიზანიშვილის, ვასაძის და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.