მსოფლიო დღეს

სომხეთის ოპოზიცია ერევნის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას მართავს

პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე, რა დროსაც ათობით ქუჩა გადაიკეტა, 244 ადამიანი დააკავეს
Sputnik
თბილისი 2 მაისი – Sputnik. სომხეთის ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ერევნის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას მართავს.
მსვლელობა საფრანგეთის მოედანზე მოკლე მიტინგის შემდეგ დაიწყო. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ თანამემამულეებს შეუერთდნენ მათ ბრძოლას, იუწყება Sputnik-სომხეთი.
პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე, რა დროსაც ათობით ქუჩა გადაიკეტა, 244 ადამიანი დააკავეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ დაკავებულთა რაოდენობა 300-მდე იყო, თითქმის ყველა მათგანი გაათავისუფლეს.
25 აპრილიდან სომხეთის ოპოზიცია ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავს, რადგან თვლის, რომ ხელისუფლების პოლიტიკა „დესტრუქციულია სომხეთისთვის და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისთვის, ემუქრება სომხურ მხარეს არა მხოლოდ ახალი დათმობებით, არამედ სახელმწიფოებრიობის დაკარგვით“. ოპოზიციონერთა კოლონები ქალაქ იჯევანიდან და ტიგრანაშენიდან ერევნისკენ გაემართნენ, ისინი დედაქალაქში 1 მაისს ჩავიდნენ და აქციებში მონაწილეობენ.
წყარო - Sputnik-სომხეთი.