ყვითელი ამბები

კაბა, რომელიც 10 თვე იქმნებოდა - სარა ჯესიკა პარკერი „მეტ გალას“ დედოფალია

წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ.
Sputnik
„მეტ გალა“ – ეს სტილისა და მოდის ზეიმია. განსაკუთრებული იყო გუშინ ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენში“ გამართული ღონისძიება. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები საოცრად გამოიყურებოდნენ.
ვინ, თუ არა „სტილის დედოფალი“, სარა ჯესიკა პარკერი იქცა საღამოს ვარსკვლავად. მსახიობმა „ვოგის“ განუცხადა, რომ აღნიშნულ კაბაზე 10 თვის განმავლობაში დიზაინერთან კრისტოფერ ჯონ როჯერსთან ერთად მუშაობდა.
შავ, თეთრ, კრემისფერ და ნაცრისფერ ფერებში გადაწყვეტილი კაბა კლასიკური სილუეტის იყო, მას პარკერმა ბუმბულებიანი თავსამაგრი შეუხამა.