საქართველოში არადეკლარირებული ოქროს შემოტანა სცადეს

Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის შემოწმებისას არადეკლარირებული 144,62 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
ოქროს ნივთების საერთო ღირებულებამ ჯამში 23.180 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.