საპროტესტო აქცია სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ ვენაში - ფოტო

ავსტრიაში ანტიკოვიდური ზომების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.
Sputnik
ვენაში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. ისინი სავალდებულო ვაქცინაციას და სხვა ანტიპანდემიურ ზომებს აპროტესტებდნენ.
ავსტრია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ზრდასრული მოსახლეობის სავალდებულო ვაქცინაცია დააწესა.
1 / 7

ავსტრიაში სავალდებულო ვაქცინაციას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა

2 / 7

ვაქცინაციის მოწინააღდეგეები რამდენიმე კვირის განმავლობაში რეგულარულად მართავდნენ მიტინგებს სხვადასხვა ქალაქებში

3 / 7

თებერვლის შუა რიცხვებში ყველა აუცრელმა მოქალაქემ მიიღო წერილი აცრის მოწოდებით

4 / 7

მათ, ვინც შეტყობინებიდან ერთი თვის ვადაში არ აიცრა, დიდი ჯარიმები დაეკისრათ

5 / 7

ავსტრიაში, რომლის მოსახლეობაც 9 მილიონია, ინფიცირების 1,4 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 14 ათასი სიკვდილით დასრულდა

6 / 7

სავალდებულო ვაქცინაცია საკმაოდ იშვიათი ზომაა

7 / 7

ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ სავალდებულო ვაქცინაცია დააწესა მხოლოდ მოსახლეობის ზოგიერთი კატეგორიისთვის, მაგალითად, ჯანდაცვის სისტემისა და საზოგადოებრივი სამსახურების თანამშრომლებისთვის