საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.
28 მარტიდან საქართველოში გაუქმდა კოვიდ-რეგულაციების უმეტესი ნაწილი. გაუქმდა ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, სტუმრების რაოდენობაზე მოქმედი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე.
2 მაისიდან კი პირბადის ტარება სავალდებულო გახდა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.