ყვითელი ამბები

-7 კგ კაბის ჩასაცმელად - კიმ კარდაშიანმა მერლინ მონროს საკულტო „ლუქი“ გაიმეორა - ფოტო

კიმ კარდაშიანი „მეტ გალაზე“ ბრწყინავდა.
Sputnik
რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი „მეტ გალა 2022“-ზე ახალგაზრდა შეყვარებულთან პიტ დევიდსონთან ერთად გამოჩნდა. 41 წლის კიმი საოცარ ფორმაში იყო, მან მერლინ მონროს საკულტო „ლუქი“ გაიმეორა და ბრჭყვიალა, კრემისფერი, სხეულზე მომდგარი კაბა მოირგო.
აღნიშნულ იმიჯს მან გადაწეული, ქერა თმა და თეთრი მოსასხამი შეუხამა. სხვათა შორის, ამ კაბის მოსარგებად კარდაშიანს 7 კილოგრამის დაკლება დასჭირდა.
ასეთივე კაბა მერლინ მონროს 1965 წელს ეცვა, სწორედ ამ კაბით უმღერა ქერა ლამაზმანმა პრეზიდენტ კენედის საკულტო სიმღერა Happy Birthday to President.