ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო

პრემიერმა და პატრიარქმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
პატრიარქისა და პრემიერის შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა.
პრემიერმა და პატრიარქმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.

„ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პატრიარქს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.