თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ერევანში საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა, აცნობეს РИА Новости-ს უწყებაში.
სამშაბათს ოპოზიციამ გამართა მასშტაბური საპროტესტო აქციები და სომხეთის დედაქალაქის ქუჩები და რესპუბლიკის მთავარი მაგისტრალები გადაკეტა. ოპოზიციონერები ყარაბაღთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.
„ერევნის პოლიციის განყოფილებებში 206 ადამიანი გადაიყვანეს“, – განაცხადეს პოლიციაში.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა გუშინაც სცადეს, რის გამოც პოლიციამ 244 ადამიანი დააკავა.
საპროტესტო აქტივობის ტალღა გამოიწვია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის რამდენიმე რეზონანსულმა განცხადებამ ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის შესახებ.
ოპოზიციამ ფაშინიანი „ყარაბაღის დათმობაში" დაადანაშაულა, მისი გადადგომა მოითხოვა და განაცხადა, რომ მისი პოლიტიკა ქვეყანას ემუქრება „არა მხოლოდ ახალი დათმობებით, არამედ სახელმწიფოებრიობის დაკარგვით“.
წყარო - РИА Новости