ყვითელი ამბები

ვაჟი, რომელიც რამდენიმე საათში გარდაიცვალა - დათო გომართელის უცნობი ტრაგედია

Sputnik
დათო გომართელმა ნიკოლოზ ხაჩიძეს „სხვა კითხვების“ ეთერში გაუმხილა აქამდე უცნობი ამბები თავისი ცხოვრებიდან.
როგორც გავრცელებული ანონსიდან ჩანს, არის მომღერლის ცხოვრებაში ტრაგედია, რომელიც ფართო საზოგადოებამ არ იცის. საუბარია ვაჟზე, რომელიც მომღერალს შეეძინა, მაგრამ დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ანონსში ასევე ჩანს, რომ დათო გომართელი პირველ ცოლთან გაშორებაზეც საუბრობს: „ტყუილში ცხოვრებას მე მერჩივნა, გადამედგა ის ნაბიჯი, რომელიც გადავდგი და იმ ადამიანისთვის მეთქვა ის, რაც არის და როგორც არის".