ყვითელი ამბები

ბენ აფლეკი სახლს თავად აშენებს? - წყვილი მშენებლობაზე გადაიღეს

პოპულარული წყვილი მედიის ყურადღების ქვეშაა.
Sputnik
„ბენიფერმა“ „ბელ-ეირში“ 50 მილიონ დოლარად უზარმაზარი სახლი შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი კომპლექსი სრულყოფილად გამოიყურება, ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა „სასიყვარულო ბუდის“ თავისი გემოვნებით გადაკეთება გადაწყვიტეს.
წყვილი ყოველ უქმეებს მშენებლობაზე ატარებს და სამშენებლო პროცესს აქტიურად ადევნებს თვალს.
მეტიც, ახლა ირკვევა, რომ მშენებლობაში 49 წლის აფლეკი თავადაც იღებს მონაწილეობას. ახლახან გავრცელებულმა ფოტოებმა ინტერნეტ-სივრცე წალეკა.
პაპარაცებმა ბენი ფიცრებითა და სამშენებლო მასალით ხელში გადაიღეს, იქვე იდგა ჯეი ლო, რომელსაც შავი კაბა ამშვენებდა.