ყვითელი ამბები

აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

აჩიკო მეფარიძეს მოქალაქემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის უჩივლა.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.
მომღერალს მოქალაქე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ლელა ჯუღელი „კურიერთან” სატელეფონო საუბარში ჰყვება, რომ შემთხვევა ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. კონფლიქტის მიზეზი საავტომობილო მოძრაობა გახდა, რამაც გადაადგილება შეაფერხა.
ქალი ამტკიცებს, რომ ამ ფაქტით გაღიზიანებულმა მომღერალმა მას ჯერ შეაგინა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. თავად მომღერალი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.