ყვითელი ამბები

„მოხარული ვარ გაცნობოთ“ - თაკო ტაბატაძეს ინდურ ფილმში იღებენ - ფოტოები

თაკო ტაბატაძის შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეებია.
Sputnik
მოცეკვავე და მსახიობი თაკო ტაბატაძე ინდურ ფილმში მონაწილეობს. Beast – ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც ქართველ მსახიობს იღებენ.
ამის შესახებ თაკომ სოციალურ ქსელში დაწერა და გადასაღებ მოედანზე გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მე ვარ ამ ძალიან წარმატებული ინდური პროექტის ნაწილი“, – დაწერა თაკო ტაბატაძემ.
თაკომ მსახიობობა რამდენიმე ხნის წინ დაიწყო. ის მონაწილეობდა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“. ასევე ნანა ჯორჯაძემ გადაიღო თავის ფილმში „პეპლების იძულებითი მიგრაცია“.