სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გამართეს - ვიდეო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს საკუთარი უფლებების დაცვისა და სათანადო განათლების მიღების უზრუნველყოფის მოთხოვნით.
Sputnik
აქციის მონაწილეები ლექციების აუდიტორიებში დაწყებასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და უკმაყოფილება გამოთქვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიმართ. სტუდენტების მთავარი მოთხოვნა იყო მათი უფლებების დაცვა და მაღალი დონის განათლების მიღების უზრუნველყოფა.