ყვითელი ამბები

„ისიც მეგრელია...“ - რატომ ეძახის სოფო ბედია დედამთილს დედას

სოფო ბედია ამბობს, რომ დედამთილთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.
Sputnik
მომღერალი სოფო ბედია „დღის პოსტის“ სტუმარი იყო. ცნობილმა მომღერალმა დედამთილთან შესანიშნავ ურთიერთობაზე ისაუბრა და გაამხილა, რატომ ეძახის მას დედას.

„რადგან ანდრია პატარაა, ხანდახან ჩემი დედამთილი ჩემთან რჩება ხოლმე. თან, მეგრელია ჩემი დედამთილიც. ძალიან ვმეგობრობთ. შეიძლება ახლო მეგობარს არ ვუთხრა რაღაც და მას ვუთხრა, გავანდო. ვეძახი დედას. დედას ვერ დავუძახებ, რადგან ერთი მყავს მშობელიო, ზოგი ამბობს. ნამდვილად ერთი მშობელი დედა მყავს და ის არაჩვეულებრივია, მაგრამ ჩემმა დედამთილმა ისეთი პატივისცემა, სითბო და სიყვარული მაჩვენა, რომ მე, პირიქით, მსიამოვნებს და მასაც სიამოვნებს, რომ დედას ვეძახი. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – ამბობს მომღერალი.

სოფო მიშა მესხთან მეორე ქორწინებაშია. წყვილს მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს.