თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თბილისის დროით 16:50 საათზე დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,6 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.