თბილისი 2 მაისი — Sputnik. რუსეთს არ მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო იუნესკოს თემატურ კონფერენციებში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
როგორც დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნეს, იუნესკოს სამდივნო „აჰყვა იმ ქვეყნებს, რომლებიც ხელს უწყობენ „რუსეთის გაუქმების პოლიტიკას“ და მიზნად „საინფორმაციო ველის გაწმენდას“ ისახავენ.
„ართმევენ რა რუს ჟურნალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს შესაძლებლობას, განიხილონ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აქტუალური საკითხები, ორგანიზატორები ძირს უთხრიან ნდობას კონფერენციის მიმართ — როგორც მიუკერძოებელი და პროფესიული დიალოგის პლატფორმისა“, — ნათქვამია განცხადებაში.
24 თებერვლიდან რუსეთი უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციას“ ახორციელებს, რასთან დაკავშირებითაც ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დააწესეს — როგორც ეკონომიკური, ისე პერსონალური.