ყვითელი ამბები

„მისტერ დეპის სასქესო ორგანო რომ მენახა, აუცილებლად მემახსოვრებოდა“ - ჯონი დეპის მცველი

ჰოლივუდურ ყოფილ წყვილს შორის სკანდალური სასამართლო პროცესი გრძელდება.
Sputnik
ემბერ ჰარდისა და ჯონი დეპის სასამართლო გრძელდება. წინა პროცესზე ჯონი დეპის მცველმა მალკოლმ კონოლმა განაცხადა, რომ ემბერი მეუღლეს უკვე თაფლობის თვეში სცემდა.
სწორედ მალკოლმ კონოლი გახდა ამ პროცესზეც ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა. ემბერის ჩვენების მიხედვით, როდესაც ავსტრალიაში მორიგი ჩხუბის დროს ჯონს თითი დაუზიანდა, მან დემონსტრაციულად მოშარდა სასტუმროს ფოიეში.
კონოლს ჰკითხეს, უნახავს თუ არა დეპის პენისი. ამ შეკითხვამ და მასზე პასუხმა დარბაზში შეუკავებელი სიცილი გამოიწვია. „ვფიქრობ, მისტერ დეპის სასქესო ორგანო რომ მენახა, აუცილებლად მემახსოვრებოდა“, – განაცხადა დეპის დამცველმა.
ამ სიტყვებზე ჯონის ისტერიკული სიცილი აუტყდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში თავს კონტროლს ვერ უწევდა და გულიანად იცინოდა.