თბილისი, 2 მაისი – Sputnik. ნარკოტიკების ბრუნვასთან ბრძოლის სპეცოპერაციის ფარგლებში ბათუმში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
ტელეარხ „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკი ამოიღო. ახალგაზრდები ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაში დააკავეს.
გამოძიება „ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის“ მუხლით არის დაწყებული.
წყარო - „რუსთავი2“