ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძემ ნიკოლა კალაძე კახეთში წაიყვანა - დიზაინერი ოჯახურ ვიდეოს აქვეყნებს

დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურია.
Sputnik
შაბათი-კვირა ანუკი არეშიძემ უმცროს ვაჟთან ერთად მშობლების რანჩოზე გაატარა ლაგოდეხში. ანუკის არაერთხელ უთქვამს, რომ ძალიან უყვარს სოფელში ყოფნა და, როგორც ჩანს, სურს, რომ მისი შვილებიც ახლოს იყვნენ ბუნებასთან.
ირკვევა, რომ ნიკოლა კალაძე პირველად იყო კახეთში. ანუკიმ უამრავი ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ ერთობა პატარა ნიკოლა ბაბუასთან – ანუკის მამასთან ერთად შინაურ ცხოველებთან.
რამდენიმე კვირის წინ ანუკიმ „იუთუბერობა“ დაიწყო და პირველი ეპიზოდი სწორედ კახეთში გადაღებული ვიდეო იყო, სადაც ცნობილმა დიზაინერმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში მშობლების მიერ მოწყობილი მეურნეობა გააცნო.