საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ეპიცენტრი 9 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
Sputnik
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თბილისის დროით 23:35 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 23 კილომეტრში სოფელ სამებასთან 5,3 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ძლიერი ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
ეპიცენტრი 9 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
წყარო - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.