COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები - 1 მაისი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.637.198 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 161), გარდაიცვალა – 16.810 (ბოლო დღე-ღამეში – 3). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 287 პაციენტი.
Sputnik
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 72-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.655.170-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.637.198 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 161), გარდაიცვალა – 16.810 (ბოლო დღე-ღამეში – 3). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 287 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 7.287 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5.617, PCR–ტესტით – 1.670.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 0,99%, ბოლო 14 დღის – 0,99%, ბოლო 7 დღის – 0,85%.
სულ ჩატარებულია 2.882.520 აცრა, ერთ დღეში აცრილია 425 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge