თბილისში შრომის დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა - ვიდეო

საქართველოში შრომის დღე კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქციით აღნიშნეს
Sputnik
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 1 მაისისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქცია ჩატარდა, რომლის ორგანიზატორიც იყო პროფკავშირი.
მომიტინგეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, გაუმჯობესდეს შრომის პირობები შახტებსა და ქარხნებში მომუშავე ადამიანებისათვის, გაიზარდოს მინიმალური ანაზღაურება, დაცული იყო სქესთა თანასწორუფლებიანობა სამუშაო ადგილებზე, ასევე 1 მაისი გამოცხადდეს დასვენების დღედ, როგორც ბევრ სხვა სახელმწიფოში.