ხობში ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა: არის მსხვერპლი

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მისი ერთი მგზავრი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისთან ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მგზავრი კი მანქანიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იმყოფება. დაწყებულია გამოძიება.