საქართველო ჯაზის საერთაშორისო დღეს უერთდება

ჯაზი - ეს არის ძალა, რომელიც ემხრობა მშვიდობას, ერთობას, დიალოგს და ადამიანებს შორის კონტაქტების გაფართოებას, აღნიშნავენ UNESCO-ში
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი– Sputnik. საქართველოს რადიო ჯაზის საერთაშორისო დღეს უერთდება, ნათქვამია „პირველი არხის“ განცხადებაში.
2012 წლიდან 30 აპრილს ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ჯაზმენი უკრავს საქსოფონზე
იუნესკოს მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიება ემსახურება „ჯაზის, როგორც ისეთი ძალის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერებას ამაღლებას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ერთიანობას, დიალოგს და ადამიანებს შორის კონტაქტების გაფართოებას“.
წელს ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) იუნესკოსთან ერთად ატარებს კონცერტს JazzWomenAfrica, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯაზის ქალი მუსიკოსები აფრიკიდან.
ინიციატივას უერთდება „საქართველოს რადიო“ - კონცერტი გაშუქდება გადაცემაში „ჩაი ორისთვის".
წყარო - „პირველი არხი“