ქუთაისში ტორპედო-დინამოს მატჩი ჩხუბით დასრულდა: რა მოხდა სტადიონზე

ანგარიში 2:1 „დინამოს“ სასარგებლოდ იყო, თუმცა ინცინდენტის გამო თამაში ჩაიშალა.
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო მატჩი ჩხუბის გამო ჩაიშალა.
ერთმანეთს გულშემატკივრები და ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი თამაშის დასასრულს მოხდა. გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა ჯერ ნივთები ისროლეს, შემდეგ კი მოედანზე შეიჭრნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა.
თბილისის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ 2:1 ამარცხებდა, თუმცა ინცინდენტის გამო თამაში ჩაიშალა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.