სინოპტიკოსების გაფრთხილება: საქართველოში ამინდი გაუარესდება

Sputnik
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოში დღეიდან ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახური.
29 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 მაისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1-2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია პერიოდული წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში მოსალოდნელია სეტყვა, 2 მაისს კი დროდადრო ძლიერი ქარი დაუბერავს.
სინოპტიკოსების გაფრთხილების თანახმად, მდინარეებში უხვი ნალექის გამო წყლის დონე აიწევს, რამაც შესაძლოა წყალდიდობები და მეწყერები გამოიწვიოს.