საქართველოში იცვლება კანონი სატელეფონო მოსმენების შესახებ

მოსმენის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს პროკურატურის ჩინოვნიკის შუამდგომლობით სამი თვით, ხოლო გენერალური პროკურატურის თხოვნით – კიდევ სამი თვით, ნათქვამია კანონპროექტში.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრები, ოპოზიციისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებზე სატელეფონო მოსმენების ახალ წესებზე მსჯელობენ.
შეხვედრის მიზეზი გახდა ოპოზიციის პრეტენზიები კანონპროექტის მიმართ პირველი მოსმენით განხილვის დროს. ოპოზიცია მოსმენების ვადითა და ვადების გახანგრძლივების სისტემით უკმაყოფილო დარჩა.
რას ეხება შესწორებები
შესწორებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ითვალისწინებს ფარულ საგამოძიებო ღონისძიებებს სამ ეტაპად, სამი თვის ნაცვლად ცხრა თვის ვადით.
პირველ ეტაპზე პროკურორის შუამდგომლობით და სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსმენისა და ფარული თვალთვალის ვადა იქნება სამი თვე. შემდეგ ვადა პროკურატურის ზემდგომი ჩინოვნიკის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს სამი თვით, ხოლო შემდეგ – გენერალური პროკურორის შუამდგომლობით – კიდევ სამი თვით.
ამასთან, თუ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, თანამდებობრივი დანაშაული, კიბერდანაშაული და ნარკოტიკებით ვაჭრობა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამოძიებისთვის.
ამას გარდა, კანონპროექტის ახალი ვერსიით, ვადა, როდესაც პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება მოსმენა, უნდა აცნობონ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, შეიძლება გადაიტანონ განუსაზღვრელი რაოდენობით, სანამ ეს გამოძიებისთვის იქნება საჭირო.