ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას ხელი სთხოვა - გოგონა სიურპრიზმა აატირა - ვიდეო

ცნობილი წყვილი რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დაინიშნა.
Sputnik
ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ რჩეულს სიურპრიზი მოუწყო და ხელი ღია ცის ქვეშ სთხოვა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ლიზა ძალიან ემოციურად შეხვდა ამ ამბავს და იტირა კიდეც.
ლიზა ცოტა ხნის წინ 20 წლის გახდა. გოგონა ცნობილი ექიმების შვილია და ის საზოგადოებამ ირაკლისთან ურთიერთობის შემდეგ გაიცნო.
წყვილმა ურთიერთობა დაახლოებით ერთი წლის წინ გაასაჯაროვა. ირაკლი ლიზაზე 17 წლით უფროსია, თუმცა, როგორც ჩანს, ასაკობრივი სხვაობა წყვილის ჰარმონიულ ურთიერთობას ხელს არ უშლის.