თბილისი, 27 აპრილი– Sputnik. თბილისში, „დედიკას გალერეაში“ (Dédicace Gallery) მიმდინარეობს ქართველი მხატვრის, თამარ ხმიადაშვილის ახალი ნამუშევრების გამოფენა „უხილავი სახეები“, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ექსპოზიციის მთავარი არსი უმოქმედობაა, რომლის შედეგად პერსონაჟების სახეები უხილავი ხდება.
„უხილავი სახეების“ პერსონაჟების მცდელობა მოირგონ გარემო, წარუმატებელი ქმედების მცდელობად გადაიქცევა და საბოლოო ჯამში გარემო ირგებს პერსონაჟებს და მათ სახეებს“, - ამბობენ ორგანიზატორები.
გამოფენის დათვალიერება 29 აპრილამდეა შესაძლებელი.
თამარ ხმიადაშვილი 1987 წელს დაიბადა. 2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. როგორც მხატვარი მუშაობს სხვადასხვა მედიაში. მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ევროპაში გამართულ გამოფენებში.