ყვითელი ამბები

„ჩემი ერთ-ერთი დიდი სიყვარული არ იყო ქართველი“ - ქეთი დოლიძე სტერეოტიპებზე

ქეთი დოლიძემ საზოგადოებას საიდუმლო გაუმხილა.
Sputnik
რეჟისორი ქეთი დოლიძე ქალიშვილთან, მსახიობ თამრი ბზიავასთან ერთად „დღის პოსტს“ ესტუმრა და ოჯახურ ტრადიციებსა და დედა-შვილობაზე ისაუბრა, ასევე მამაკაცების მიმართ დამოკიდებულებაზე.
თამრიმ აღნიშნა, რომ ქართველ კაცებს აქვთ ისეთი თვისებები, რაც აღიზიანებს, და უფრო სამხრეთელი ტიპაჟის კაცები, მაგალითად, ბრაზილიელები, არგენტინელები მოსწონს.
ქეთი დოლიძის თქმით, უცხოელების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რადგან მისი ერთ-ერთი დიდი სიყვარული არ იყო ქართველი.

„როცა კოკას შევხვდი, ისიც არ იყო სტერეოტიპული. კოკა 24 წლის ასაკში წავიდა საცხოვრებლად პოლონეთში და ბავშვები რომ იყვნენ 20 წელს გადაცილებული, მერე შევხვდით ჩვენ ერთმანეთს. სულ ამბობდა, რომ თავის ქუჩაზე დაბრუნება უნდოდა. პოლონეთში ცხოვრებამ შეცვალა მისი დამოკიდებულებები ოჯახური ტრადიციების, ქალის მიმართ – არც იქაური შვილების და არც აქაურების ცხოვრებაში უხეშად არ ერეოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ზრდასრულები იყვნენ“, – ამბობს რეჟისორი.