თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. თბილისში, ისნის რაიონში ცივი იარაღით ერთი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაჭრეს. ოთხივე ერთი ოჯახის წევრები არიან.
შემთხვევა ისანში, „დირსის“ დასახლებაში ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები მამა-შვილი და ბიძა არიან.
დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“