ყვითელი ამბები

„კოტე საერთოდ არაფერს მიკეთებს... ცხვირის ოპერაციაზე გავიპარე“ - ეკა ბალანჩივაძე ქმარზე

ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი საზოგადოებაში ცნობილი წყვილია.
Sputnik
დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე პლასტიკური ქირურგის კოტე მათითაშვილის მეუღლეა. როგორც ის ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ამბობს, მეუღლე, რომელიც პლასტიკური ქირურგია, საშინელებაა.

„იმასაც გააჩნია, შენი ქმარი როგორი ტიპია. როგორი ხასიათის. კოტეს ცოლობა, როგორც პლასტიკური ქირურგის, ძალიან რთულია. მე რომ რამე მინდა, დამანებე თავიო, მპასუხობს და სხვას უამრავ რჩევას აძლევს, რა და როგორ მოუხდება. ერთი პერიოდი ეჭვები მქონდა, ამას უნდა, რომ მე დავმახინჯდე და აღარავინ შემომხედოს-მეთქი. ერთადერთი, ბოტოქსზე მთანხმდება, ისიც მაშინ, საოცრებებს რომ ჩავიდენ და ლამის ტირილს ვიწყებ“, – ამბობს ეკა.

მისი თქმით, კოტემდე როგორც უვლიდა თავს და რასაც იკეთებდა, ახლა იმის მეოთხედს აღარ იკეთებს და მხოლოდ ბოტოქსი დარჩა.

„ცხვირის ოპერაციაზე გავიპარე და ისე გავიკეთე. ძალიან რთულია, როცა იცი, შენს ქმარს პროფესია აქვს და შეგიძლია ყოველდღე იარო მასთან და რაღაც გაიკეთო. ასე რომ, არავის შურდეს, კოტე საერთოდ არაფერს მიკეთებს, ალბათ, ზუსტად იმიტომ, რომ ზომიერების ფარგლები არ დავარღვიო, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ უნდა მახინჯი და ბებერი ვიყო“, – ამბობს დიზაინერი.