ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობებზე დროშის აღმართვა სავალდებულო ხდება

სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის ასევე სავალდებულო ხდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმად, ყველა სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობაზე სახელმწიფო დროშა უნდა იყოს გამოფენილი.
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დეპუტატებმა მესამე მოსმენით, 87 ხმით დაამტკიცეს.
კანონში შესული ცვლილებების თანახმად, სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის ასევე სავალდებულო ხდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
კანონპროექტის ავტორი „ქართული ოცნების“ დეპუტატი კახა კახიშვილია.
კანონპროექტის მიზანია ბავშვებში სახელმწიფო სიმბოლიკის პოპულარიზაცია და მათდამი პატივისცემის გრძნობის განვითარება.