თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 26 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას, კაჭარავას, იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის, ჭედიას, კობერიძის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრვი) და სამხედრო გზატეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და კამანის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრვი), სამხედრო გზატეცილის (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რონდელის, ონიანის, ლუბლიანას, ჭიაურელის, ჩაჩავას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ჭიაურელის, ლიუბლიანას, ახმეტელის, ბელიაშვილის, მიქელაძის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ქისის და მშველიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ) და მუხრანის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.