დუმილის რეჟიმი: რუსეთი „აზოვსტალთან“ ცეცხლს წყვეტს

Sputnik
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. რუსეთის არმია და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქვედანაყოფები 25 აპრილის 14:00 საათიდან (მოსკოვის დროით) ცალმხრივად წყვეტენ სამხედრო ოპერაციას აზოვსტალის მახლობლად, განაცხადა რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მიხაილ მიზინცევმა.
როგორც გენერალმა განმარტა, ეს არის რეაქცია უკრაინული მხარის ბრალდებებზე, რომ ქარხანაში მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.
ქვედანაყოფები უკან იხევენ უსაფრთხო დისტანციაზე და უზრუნველყოფენ მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის მუშა პერსონალის, ქალებისა და ბავშვების გამოსვლას ნებისმიერი მიმართულებით.
„აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსვლისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, გარდა თავად კიევის ხელისუფლებისა და ნაციონალისტური ფორმირებების მეთაურების პრინციპული გადაწყვეტილებისა, განაგრძონ მშვიდობიანი მოქალაქეების „ცოცხალ ფარად“ გამოყენება“, - დასძინა მიზინცევმა.
მისი თქმით, რუსული მხარე მზადაა შემოიღოს „დუმილის რეჟიმი“. ჰუმანიტარული აქციის დაწყების სიგნალი იქნება საწარმოს დატოვების მსურველთა მიერ აღმართული თეთრი დროშები.
მიზინცევის განმარტებით, რუსეთმა უკრაინულ მხარეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკის მეშვეობით აცნობა.