ყვითელი ამბები

„ვერ აიტანდა...“ - ვინ დააწყებინა ცხოვრება თავიდან ნატო გელაშვილს ოჯახის დანგრევის შემდეგ?

ნატო გელაშვილმა საიდუმლო გაამხილა
Sputnik
ვინ დააწყებინა ცხოვრება თავიდან ნატო გელაშვილს ოჯახის დანგრევის შემდეგ? – ამ კითხვას მომღერალმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა კითხვები“ უპასუხა. მისი თქმით, ოთხთვიანი დეპრესიიდან გამოსვლა საკუთარმა ძმამ აიძულა.
„გადაწყვეტილება მარტივად მიიღო ჩემმა ძმამ, ჩემს გადაწყვეტილებას მისმა აზრმა დაასწრო. მთელი ის პერიოდი, 4 თვე დეპრესია მქონდა, მამუკა არ მომშორებია. ერთი დღე ისე კარგად მახსოვს, მითხრა ყველაფერს დავჭრი, ტანსაცმელს გადაგიყრი, მოწესრიგდი და დაიწყე ცხოვრებაო. ასე გამიშვა და მართლაც დავიწყე სიარული“, - ამბობს კომპოზიტორი.
მისი თქმით, ძმა ასეთ ნატოს ვერ აიტანდა და მან ყველაფერი გააკეთა, რომ დაებრუნებინა თავისი და.