თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. კიევში იგეგმება იმ სკულპტურის ნაწილობრივი დემონტაჟი, რომელიც უკრაინის რუსეთთან გაერთიანების სიმბოლოა, დაწერა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
„კიევის ცენტრში „ორი ხალხის მეგობრობის“ [სკულპტურიდან] რვა მეტრი ლითონი მოიხსნება“, — განაცხადა მან.
მერის თქმით, მთლიანი კომპოზიციიდან ამოღებულ იქნება უკრაინელი და რუსი მუშის ფიგურები, რომლებსაც ხელში ხალხთა მეგობრობის საბჭოური ორდენი უჭირავთ. გარდა ამისა, მოიხსნება წითელი გრანიტისგან დამზადებული ჯგუფური სკულპტურა, ხოლო ცისარტყელის სახით გადაჭიმული ტიტანის თაღი ჯერჯერობით ხელუხლებელი დარჩება.
ხალხთა მეგობრობის საპატივცემულო თაღი ხრეშჩატის პარკში 1982 წელს აღიმართა. ძეგლის გახსნა სსრკ-ის დაარსებიდან 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. სკულპტურის აღებაზე უკრაინის ხელისუფლებამ 2014 წელს დაიწყო მსჯელობა დეკომუნიზაციის ფარგლებში. თუმცა ორი წლის შემდეგ კიევის მთავრობამ ძეგლის დემონტაჟი სამუშაოების სიძვირის გამო გადაიფიქრა.