კასპში დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია

Sputnik
თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსი სამხედროების მიერ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, კახაბერ მერებაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ ძალისხმევას საქართველოს უკანონოდ დაკავებული სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად.