ყვითელი ამბები

ცოტნე ივანიშვილი დედასთან ერთად ფოტოს აქვეყნებს - ბიჭი საოცრად შეცვლილია

ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ყოფილ პრემიერსა და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს ოთხი შვილი ჰყავთ – უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე ივანიშვილები
Sputnik
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი ცოტნე საზოგადოებას ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიიდან დაამახსოვრდა. ის სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. სწორედ მისი ფოტოებიდან გაირკვა, რომ მას ხატვის ნიჭი აქვს.
ცოტნე ივანიშვილი ცოტა ხნის წინ 17 წლის გახდა. აღდგომის დღესასწაული როგორც ჩანს, ოჯახმა ერთად გაატარა და ცოტნემ დედასთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა.
ცოტნეს აქვს ნამუშევრები, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს და დადებითი კომენტარებიც არ აკლია. მან საკუთარი ნახატი აჩუქა ქორწილში ძმას, რომელმაც რეპერის კოლექციაში საპატიო ადგილი დაიკავა. ივანიშვილების ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსს ნიჭიერს უწოდებენ და მას ამ საქმეში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.